პოლიტიკა
საქინფორმი მთავრობას აფრთხილებს - მედიკამენტების ახალი გაძვირება სოციალურ აფეთქებას გამოიწვევს!

   საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. 2014 წელს საქინფორმმა არაერთხელ გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლება, კერძოდ - ჯანდაცვის სამინისტრო და მინისტრი სერგეენკო, რომ რეცეპტების სისტემა არ გაამართლებს და მხოლოდ მოსახლეობის უკმაყოფილებას, ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდ მატერიალურ დანახარჯს გამოიწვევს.

საქინფორმი მართალი აღმოჩნდა და 2017 წელს რეცეპტების სისტემა დარცხვენილად “ჩუმად” გააუქმეს...

დღეს საქინფორმი ისევ აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ აფთიაქებში მედიკამენტების მკვეთრი გაძვირება (ზოგიერთის - 50 და მეტი ლარით!), რომელიც დაახლოებით სამი კვირის წინ დაიწყო, როდესაც ბაზაზე მედიკამენტების მარაგი ამოიწურა, ახალი პარტიების განბაჟება კი ახალი აქციზების გათვალისწინებით მოუხდათ, სოციალურ აფეთქებას გამოიწვევს!

ახალმა აქციზებმა, რასაც უნდა ეხებოდეს ისინი - ავტომობილებს, ბენზინს, სიგარეტს თუ წამლებს - არ გაამართლა, ისევე, როგორც რეცეპტების სისტემამ და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფინანსთა სამინისტროსთვის გადაცემამ! ამიტომ ახალი აქციზები “ჩუმად” უნდა გაუქმდეს - როგორც გააუქმეს რეცეპტების სისტემა, და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საქართველოს ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში დააბრუნეს.