პოლიტიკა
საქინფორმი: ჩვენთან რევიზორი ჩამოდის – საქართველოში მედიამეურვეებს - ცენზორებს აგზავნიან!

   საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უპრეცედენტოდ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო - კანონიერ მფლობელ ქიბარ ხალვაშს მიშა სააკაშვილის მიერ რეკვიზირებული საკუთრება - ტელეკომპანია “რუსთავი 2” დაუბრუნა, საქართველოს შეახსენეს, რომ ის მხოლოდ დასავლეთის პროტექტორატია, ანუ - კოლონია.

თავდაპირველად სტრასბურგის სასამართლოს მორიგე მოსამართლემ შეაჩერა ეს დადგენილება, რომელიც გაპროტესტებას არ ექვემდებარება. შემდეგ ამას მოჰყვა სახელმწიფო დეპარტამენტის და საქართველოში აშშ-ის ელჩის, ევროკავშირის და სხვ. აღშფოთებული განცხადებები.

როგორც ჩანს, საქართველოს პარლამენტის ახალგაზრდა, მაგრამ მტკიცე თავმჯდომარის - მაღალი კატეგორიის იურისტისა და კონსტიტუციონალისტის ირაკლი კობახიძის დატუქსვა დასავლეთმა ვერ გაბედა და ყველა სილა საბრალო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.

ისინი როგორმე რომ დაემშვიდებინა, კვირიკაშვილი საქართველოში მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის წინადადებით გამოვიდა, სადაც მოიწვია მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე“მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედიის უფლებადამცველები” - აქაოდა, ჩამოდით და თვითონ დარწმუნდით, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსთავი 2–ს არ ჩაგრავს, პირიქით, კეტავს თბილისის ცენტრალურ პროსპექტს, როგორც კი მათ მიტინგის ჩატარება მოეპრიანებათ! ისევე, როგორც ჩაატარეს სააკაშვილთან ერთად 2003 წლის ნოემბერსა და 2008 წლის აგვისტოში...

(როგორც ამბობენ, საქართველოს მთავარი მედია–ომბუდსმენის თანამდებობაზე მედიის საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის დუნია მიატოვიჩის კანდიდატურა განიხილება).

ამავე დროს, კვირიკაშვილმა მასზე მოხდენილი ზეწოლის დამალვა სცადა და საბოლოოდ დაიბნა. როგორც პრემიერმა თავის გუშინდელ განცხადებაში ბრძანა მორიგე ფიცის შემდეგ, “შემდგომშიც მორჩილი ქვეშევრდომივით გადაიღოს ევროპული დემოკრატიული ფასეულობები”, "სასამართლოს და სიტყვის თავისუფლება ჩვენი ხელისუფლების მიღწევაა" და ის არცერთი მათგანის დათმობას არ აპირებს. თუმცა, ამავდროულად, კვირიკაშვილი "გაგებითა და მადლიერებით" ეკიდება სტრასბურგის მოსამართლის გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ “რუსთავი 2”-ის საქმეში, როგორც ჩანს, დარღვეული იქნა ზღვარი კერძო დავასა და მედიაპლურალიზმს შორის.

ნათელია: მალე საქართველოში, ხალხის დამცველი ომბუდსმენი ნანუაშვილისა და სოროსისა და კომპანიის “უფლებადამცველი” არასამთავრო ორგანიზაციებისგან შემდგარი “საზოგადოებრივი სექტორის” გარდა, მოგვევლინებიან ახალი რევიზორები მეურვეები - ცენზორები ევროპიდან და აშშ-დან, რომლებსაც არაფერი გაეგებათ არც საქართველოსი, არც ქართული ენის და არც ქართული მედიის...