პოლიტიკა
„ნატოს მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რუსეთის მხრიდან მზარდი აგრესიის ფონზე“ – თავდაცვის მინისტრი იზორია

   საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის მეორე დღე სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ კომიტეტის სესიით დაიწყო, რომელიც ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა პეტრ პაველმა ოფიციალურად გახსნა და მასპინძლობისთვის  მადლობა გადაუხადა თავდაცვის მინიტრ ლევან იზორიას.

დღეს, ისე, როგორც არასდროს, ნატოს მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებისა და რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნების მიმართ მზარდი აგრესიის ფონზე. ალიანსის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში მეორედ ჩატარებულიყო სამხედრო კომიტეტის სხდომა, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდჭერას და მისი, როგორც სანდო პარტნიორის და ევროატლანტიკური ოჯახის მომავალი წევრის აღიარებას“, - განაცხადა ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას.

გენერალმა პეტრ პაველმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის  განხორციელების პროცესზე გააკეთა აქცენტი და განაცხადა: ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ საქართველოს ეფექტიანი და მდგრადი შეიარაღებული ძალების შექმნაში. თანამშრომლობის ეს მექანიზმი საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში ეხმარება და ხელს უწყობს ნატოსთან ინტეგრაციის პროცესს. უნდა აღინიშნოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრიცრომელმაც  წვრთნებისა და სწავლებების პირველი ეტაპი დაასრულა

სიტყვით გამოსვლების შემდეგ სესია დახურულ ფორმატში გაგრძელდა, სადაც ნატოს უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ყურადღება  შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას დაუთმეს.