უცხოეთი
ევროინტეგრაცია: ავსტრიას ევროკავშირის საზღვრებს გარეთ – საქართველოში – ლტოლვილთა ბანაკების შექმნა სურს!

   საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი დევნილების ევროკავშირის საზღვრებს გარეთ მიღების ინიციატივით გამოდის და ასეთ ადგილად საქართველოს, ეგვიპტეს, ან ბალკანეთის რომელიმე ქვეყანას მიიჩნევს.

ამის შესახებ კურცმა გაზეთ „Bild am Sonntag"–თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც წუხელ გამოქვეყნდა.

ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საკითხი, თუ ევროკავშირის არაწევრ რომელ ქვეყანაში განთავსდება ასეთი ბანაკები, არც ისე მნიშვნელოვანია.

მთავარია, მათ უზრუნველყონ ამ ადამიანების უსაფრთხოება და ევროპის მიმართულებით დაძრული ლტოლვილები ამ ბანაკებში გადამისამართდნე“, – განაცხადა კურცმა.

ავსტრიელი მინისტრის თქმით, ასეთი ცენტრები ლტოლვილთა საკითხებში გაეროს გენერალური კომისრის მონაწილეობით უნდა შეიქმნას.