უცხოეთი
აშშ–ის გენპროკურორმა მოსკოვთან კონტაქტების დამალვის შესახებ ბრალდებებს უპასუხა

   საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის გენერალური პროკურორის ჯეფ სეშნსის თქმით, ის საპრეზიდენტო კამპანიის დროს რუსეთის ოფიციალურ პირებს სხვადასხვა საკითხების განსახილველად არ შეხვედრია,-ინფორმაციას სააგენტო Associated Press ავრცელებს.

"არ ვიცი, რადგან ეს ბრალდებები უსაფუძვლოა. ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება", - ციტირებს სააგენტო აშშ-ის გენერალური პროკურორის სიტყვებს.

The Washington Post-ი აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გასული წლის საარჩევნო კამპანიის დროს, ჯეფ სეშნსი აშშ-ში რუსეთის ელჩს, სერგეი კისლიაკს ორჯერ შეხვდა.

წყაროს თქმით, სეშნსი ჯერ კიდევ ალაბამას შტატის სენატორი იყო, როდესაც გასული წლის სექტემბერში სერგეი კისლიაკს შეხვდა. სწორედ ამ პერიოდში აშშ-ის სადაზვერვო სამსახური „რუსი ჰაკერების" საპრეზიდენტო კამპანიაში შესაძლო მონაწილეობის ფაქტს იძიებდა, რომელიც როგორც გამოცემა წერს, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენას ისახავდა მიზნად.

გარდა ამისა, წყაროს ინფორმაციით, აშშ-ის უკვე ამჟამინდელი გენერალური პროკურორი 2016 წლის ივლისში სერგეი კისლიაკს კვლავ ესაუბრა.