უცხოეთი
მედიამ აშშ–ის ელჩის პოსტზე მოსკოვში კანდიდატის სახელი შეიტყო

  საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. მოსკოვში შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე შესაძლოა იუტას შტატის ყოფილი გუბერნატორი ჯონ ჰანტსმენი დაინიშნოს,-ინფორმაციას ტელეკომპანია CNN თეთრი სახლის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიმდინარე კვირაში ტელეკომპანია CNN იუწყებოდა, რომ აშშ-ში რუსეთის ელჩის თანამდებობაზე ჰანტსმენის კანდიდატურა განიხილებოდა. აღნიშნულ თანამდებობაზე სხვა კანდიდატების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კალიფორნიის მოქალაქე, ჯონ ჰანტსმენი ჯერ კიდევ რონალდ რეიგანის დროს თეთრი სახლის აპარატში მუშაობდა. მოგვიანებით ის ვაჭრობის მინისტრის თანამდებობას იკავებდა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ურთიერთობებზე იყო პასუხისმგებელი

2009 წელს ჯონ ჰანტსმენი ჩინეთის ელჩი იყო. ამ დროისთვის მოსკოვში აშშ-ის ელჩის თანამდებობას ჯონ ტეფტი იკავებს, რომელმაც აღნიშნული პოსტი 2014 წლის ივლისში დაიკავა.