საზოგადოება
პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი მოგვიანებით უნდა ამოქმედდეს - ირაკლი კობახიძე

   საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. ირაკლი კობახიძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა შეიცვალოს, თუმცა ეს 2018 წლის არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს.

გვქონდა მსჯელობა იმაზე, რომ უშიშროების საბჭო გარდაიქმნას ეროვნული თავდაცვის საბჭოდ. ეროვნული თავდაცვის საბჭო საომარი მდგომარეობის დროს იფუნქციონირებს, მისი თავმჯდომარე იქნება პრეზიდენტი... ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი მოგვიანებით უნდა ამოქმედდეს, ვფიქრობთ, რომ ამ სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია, რომ 7 წლის თავზე ჩვენ გადავიდეთ არაპირდაპირი არჩევის წესზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციის აზრით, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტის ფუნქციების შეზღუდვას ნიშნავს. ოპოზიცია ასევე ითხოვს, რომ მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს.