სამართალი
"ჩემი ოჯახის უსაფრთხოება არ არის დაცული" - დეკანოზ გიორგი მამალაძის დედა

   საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოს მეუფე დიმიტრის რეზიდენციაში დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, თუმცა უცნობია, რა თემებზე ისაუბრეს ეპარქიაში.

ჩემი ოჯახის უსაფრთხოება არ არის დაცული“, - განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის დედამ.

მამალაძის ოჯახის წევრების გარდა, მეუფესთან რეზიდენციაში მივიდნენ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა და სხვა სასულიერო პირები. შეხვედრა მათ გვიან ღამით, განმარტებების გარეშე დატოვეს. სასულიერო პირები აცხადებენ, რომ მამალაძის ოჯახის წევრებთან საუბარს არ დასწრებიან. შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია არც მეუფე დიმიტრის მდივანს.