აქტუალური
პრეზიდენტს შესაძლოა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული კომპეტენციები ჩამოერთვას - ირაკლი კობახიძე

   საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ კომისიის ორი სამუშაო ჯგუფის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.

არსებითად უცვლელი რჩება სასამართლოს თავისი პრინციპული ნაწილი, თუმცა შემოთავაზებულია გარკვეული ცვლილებები, რომელმაც შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში საერთო სასამართლოების დამოუკიდებლობის ხარისხი კიდევ უფრო აამაღლოს. საუბარია გარკვეული კომპეტენციების გადატანაზე პრეზიდენტის ინტიტუტიდან იმ ორგანოებზე, რომლებიც სასამართლოს თვითრეგულაციას და თვითმმართველობას ეფუძნება. ამის თაობაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არსებობდა. თუკი ჩვენ ამ ცვლილების ეფექტს გრძელვადიან პერსპექტივაში დავინახავთ, დავრწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი სასამართლოს დამოუდებლობის კიდევ უფრო გამყარებას ეფუძნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.