უცხოეთი
დონალდ ტრამპი მსოფლიოში ახალი მეგობრების პოვნას აპირებს

   საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფოს მეთაურის რანგში ამერიკის კონგრესში მისი პირველი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ს ახალი მეგობრების პოვნა სურს და არა კონფლიქტი. დონალდ ტრამპის სიყვით გამოსვლის სრულ ტექსტს Bloomberg ავრცელებს.

"ამერიკას სურს ახალი მეგობრები და პარტნიორები შეიძინოს იმ ქვეყნებთან, სადაც ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენ ჰარმონია და სტაბილურობა გვინდა და არა ომი და კონფლიქტი ", - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს ვაშინგტონი ყოფილ მტრებთანაც კი მეგობრობს.

"ამერიკა დღეს ყოფილ მტრებთანაც მეგობრობს. ზოგიერთი ჩვენი უახლოესი მოკავშირე, რამდენიმე ათეული წლის წინ, მსოფლიო ომების დროს საპირისპირო მხარეს იბრძოდა. ამ ისტორიამ ჩვენ უკეთესი მსოფლიოს შესაძლებლობის რწმენა მოგვცა ", - განაცხადა ტრამპმა.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ "მტკიცედ უჭერს მხარს" ალიანსს, მაგრამ ტრამპი მიიჩნევს, რომ ნატო-ს პარტნიორებმა საკუთარი ფინანსური ვალდებულებები უნდა შეასრულოს.