საზოგადოება
მამა გიორგი მამალაძე წმინდა ზიარების მიღებას ითხოვს

   საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. მკვლელობის მომზადების მცდელობის ბრალდებით დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა მოინახულა.

მისივე განცხადებით, მამა გიორგი მამალაძე მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან შეხვედრას და წმინდა ზიარების მიღებას ითხოვს.

შეიძლება ითქვას, რომ მამა გიორგის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, თავს შედარებით კარგად გრძნობსყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ვთხოვ, რომ მამა გიორგი ლოცვებში მოიხსენიონ. მას სჭირდება ჩვენი თანადგომა და გამხნევება. ის ითხოვს სასულიერო პირების შესვლას და ვისაც მისი მონახულების სურვილი ექნება, იმედია, ხელი არ შეეშლება არავის მის ნახვაში.

ჩვენ ვისაუბრეთ, როგორც სულიერმა ძმებმა და მან აღნიშნა, რომ ის უდანაშაულოა ამ საქმეში“, - განაცხადა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა.