აქტუალური
სააკაშვილი ძალად ურიგებდა მიტროპოლიტებს „Toyota Land Cruiser“-ს მათი დისკრედიტაციისა და მოსმენების მიზნით

   საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე “იბერიას” ეთერში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ სასულიერო პირებისთვის ავტომობილების დარიგების ფაქტს იხსენებს.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” “ტოიოტას” ჯიპები გამიზნულად დაურიგა მეუფეებს, რათა ეს ფაქტი საზოგადოებაში გახმაურებულიყო და ამით გამოეწვიათ ხალხის უარყოფითი დამოკიდებულება სასულიერო პირებისადმი. ამ ავტომობილებში დამონტაჟებული იყო ჩამწერი მოწყობილობები და ამით წინა ხელისუფლება ცდილობდა, კომპრომატები მოეპოვებინა მეუფეებზე. რამდენიმე მეუფეს არ სურდა, მიეღო სახელმწიფოსგან ეს ჯიპები, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები რეკავდნენ საპატრიარქოს კანცელარიაში და აცხადებდნენ, რომ თუ რომელიმე მეუფე უარს იტყოდა ავტომობილის მიღებაზე, “დაინახავს, რაც მოუვაო”, გადადიოდნენ უშუალო მუქარაზე”, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ გადაცემა “პრიორიტეტებში”.