აქტუალური
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში უკრაინის ახლად დანიშნულ ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა

   საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში არსებული საკითხები განიხილეს და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.

თავდაცვის მინისტრმა უკრაინასთან თანამშრომლობის გეგმებსა და მარტის ბოლოს დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა. საქართველოში უკრაინის ახალ ელჩთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. შეხვედრის ფარგლებში ხაზი გავუსვით, რომ საქართველო-უკრაინას შორის არსებული ტრადიციული, მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობა მომავალში კიდევ უნდა გაღრმავდეს. სწორედ ამ მიზნით თვის ბოლოს იგეგმება ჩემი ვიზიტი უკრაინაში, სადაც სამხედრო სფეროში ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობა მოგვეცემა. ჩვენ, ასევე, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო წვრთნების ფარგლებში და წელს უკრაინის მხრიდან მრავალეროვნული წვრთნების ფარგლებში გაზრდილ კონტინგენტს ველოდებით. ამ მიმართულებით უკრაინელებთან თანამშრომლობას ინტენსიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.