უცხოეთი
დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მიერ კიევისადმი წაყენებულ ულტიმატუმს ვადა დღეს გასდის

   საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. ორშაბათს, დონეცკისა და ლუგანსკის ხელმძღვანელებმა ალექსანდრე ზახარჩენკომ და იგორ პლოტნიცკიმ ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომელშიც კიევისგან გაზაფხულის დაწყებამდე დონბასის სატრანსპორტო ბლოკადის მოხსნა მოითხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სახალხო რესპუბლიკებში მოქმედ, უკრაინის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ყველა საწარმოზე გარე მმართველობის შემოღებითა და ასევე, უკრაინისთვის ნახშირის მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრნენ. ლიდრებმა აღნიშნეს, რომ დონბასის სატრანსპორტო ბლოკადა მინსკის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

მოგვიანებით ზახარჩენკომ განაცხადა, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში მყოფი ყველა საწარმო რესპუბლიკის სამართლებრივ სივრცეში 1 მარტიდან მოექცევა.