უცხოეთი
კიევმა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ულტიმატუმი მინსკის შეთანხმების დარღვევად შეაფასა

   საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. უკრაინის იურისდიქციის ქვეშ მყოფი საწარმოების კონტროლქვეშ მოქცევა, კიევის კონტროლს მიღმა მყოფი დონბასის ტერიტორიების ხელისუფლების მიერ, მინსკის შეთანხმების პირდაპირი დარღვევა იქნება, – შენიშნა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა  და შიდა გადაადგილებული პირების საკითხების მინისტრის მოადგილემ გიორგი ტუკამ.

უკრაინული საწარმოების, მათ შორის, „უკრზალიზნიცი“–ს ხელშეუხებლობა მინსკში მიღწეული შეთანხმების პირობა იყო. თუ ახლა იმის მოწმენი გავხდებით, რომ უკრაინული საწარმოები გარე მმართველობის ქვეშ მოექცევა, ეს მინსკის ხელშეკრულების პირდაპირი დარღვევა იქნება“, – განაცხადა მან პროგრამა „სვობოდა სლოვას“ ეთერში.