უცხოეთი
ნადეჟდა სავჩენკო: უმჯობესი იქნებოდა უკრაინას პუტინი მართავდეს, ვიდრე პოროშენკო (ვიდეო)

   საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. ნადეჟდა სავჩენკო დონეცკსა და მაკეევკაში ჩავიდა (ვიდეო იხ. აქ). მიუხედავად იმისა, რომ მისი მგზავრობა რაიმე კონკრეტული შეთანხმებით ან წარმატებით არ დასრულებულა, ამან უკრაინის ხელისუფლებისა და უკრაპატრიოტების უზარმაზარი ისტერიკა გამოიწვია.

მაინც რა თქვა ნადეჟდა სავჩენკომ ისეთი, რომ კიდევ ერთხელ დონბასში ომის მომხრეთა ძლიერი მრისხანება გამოიწვია. აი მისი ზოგიერთი გამონათქვამი და განცხადება, რომლებიც გაზეთმა „კომსომოლსკაია პრავდამ“ გამოჰყო.

1.მოვახერხეთ ჩვენი ტყვეების ნახვა.  ბიჭები თავს კარგად გრძნობენ. პირობები ჩვეულებრივია, მათ მიმართ დამოკიდებულება, ამბობენ, ნორმალურია, ტელევიზორის საყურებლად გაჰყავთ, არხები უპირატესად რუსულია, უკრაინული არხებიდან იჭერს „1+1“ და „მე–5 არხს“. სწამთ, რომ მალე გათავისუფლდებიან და იმედს არ კარგავენ! ვიბრძვით ჩვენი თანამოძმეებისთვის“.

2.დონეცკელებთან ერთად საწვრთნელ სასროლეთზე ვისროდი. ჩინებული ბიჭები არიან. თავისუფლად შეგვიძლია ვიმეგობროთ და მშვენივთად ვიცხოვროთ ერთიანი სახელმწიფოს საზღვრებში“.

3. „უმჯობესი იქნებოდა, უკრაინას პუტინი მართავდეს და არა პოროშენკო“, – განაცხადა მან.

„კომსომოლსკაია პრავდას“ კორესპონდენტმა აღნიშნა, რომ „საბრალოა უკრაინა, სადაც ყველაზე ადექვატურ აზრებს ახმოვანებს დამნაშავე (ამას ნუ დავივიწყებთ!),რომელიც სამართლიანად გაასამართლეს რუსეთში მკვლელობისათვის და რომელიც მოგვიანებით რფ–ის პრეზიდენტმა შეიწყალა“.