აქტუალური
„დელტას“ წარმოება საქართველოს შეიარაღებული ძალების საჭიროებაზე იქნება ორიენტირებული

   საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ სტუმრობისას განაცხადა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების მომარაგება, მისი აღჭურვა, ძირითადად, „დელტასმიერ წარმოებული პროდუქციით განისაზღვრება. ორიენტირი და შედეგი - პროდუქტი, რომელსაცდელტააწარმოებს,  იქნება სწორედ შეიარაღებული ძალების აღჭურვაზე ორიენტირებული მომავალში, – აღნიშნა მან.

განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ ახალ მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოებაზე, რათა ის უფრო მოთხოვნადი იყოს საერთაშორისო ბაზარზე“, - განმარტა თავდაცვის მინისტრმა.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში ლევან იზორიამ ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკა, ინდივიდუალური შეიარაღებისა და ეკიპირების ნიმუშები, ასევე „დელტას“ ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.