პოლიტიკა
საკონსტიტუციო კომისიაში კონსულტაციების მეორე რაუნდი იწყება

   საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. საკონსტიტუციო კომისიამ 28 თებერვალს დაიწყო კონსულტაციების მეორე რაუნდი, რომლის საფუძველზეც საბოლოოდ კონსტიტუციაში შესატანი ძირითადი ცვლილებები უნდა გამოიკვეთოს.

“ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, საუბარი იქნება პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვაზეც.

სხდომაზე ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილება, რომ მას ჩამოერთვას უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის შესაძლებლობა და ეს  შესაძლებლობა გადაეცეს იუსტიციის საბჭოს. ეს, ერთი მხრივ, არის პრეზიდენტის როლის მნიშვნელოვანი დაკნინება და მეორეს მხრივ, ეს არის სასამართლოს პოლიტიკური დამორჩილებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი“, - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

კომისიის ეფექტიან მუშაობაში ეჭვი ეპარებათ “ნაციონალურ მოძრაობაშიც”.

„იმედი მაქვს, რომ ეს საკონსტიტუციო კომისიაც არ გახდება ივანიშვილის სურვილების შესრულების ერთ-ერთ ბერკეტი“, - აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.