უცხოეთი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და „შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების“ წევრი სხვა ქვეყნების საყურადღებოდ!

   საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. შავ ზღვაზე რეალური სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში ამერიკული ხომალდები რამდენიმე წუთში განადგურებული იქნება რფ–ის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კომპლექსებით, – განაცხადა რია ნოვოსტისთან ინტერვიუში შავი ზღვის ფლოტის სანაპირო ჯარების ექს–მეთაურმა, რუსეთის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ,  გენერალ–მაიორმა ვლადიმერ რომანენკომ.

სრული პასუხიმგებლობით გიცხადებთ, რომ ამერიკულ გემს შავ ზღვაში ყოფნის რამდენიმე წუთი აქვს. შავი ზრვის ფლოტის შეიარაღებაში მყოფი, ერთი კი არა, რამდენიმე მიმართულებით მოძრავი სარაკეტო კომპლექსები, უფლებას არ მისცემს აშშ–ის ხომალდს, შეასრულოს თავისი სტრატეგიული და ოპერატიული ამოცანები“, – განუცხადა სააგენტოს სარდალმა.

უწინ ნატოს კურატორმა სტოლტენბერგმა შავი ზღვის აკვატორიაში ალიანსის სამხედრო ყოფნის გაფართოების  განზრახვის შესახებ განაცხადა, რასთან დაკავშირებითაც გაიზარდა რეგიონში საბრძოლო წვრთნების რიცხვი, ხოლო ნატოს სახომალდო დაჯგუფებები შავ ზღვაში უწინდელზე ხშირად შევლენ.