უცხოეთი
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს საბრძოლო მოქმედებების განახლებაში ადანაშაულებენ

   საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვის უწყებების ცნობით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შეტაკებები განახლდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მხარეს არის დანაკარგი,-ინფორმაციას BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს.

ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, სერიოზული შეტაკება ხოჯავენდ-ფიზულინსკის ხაზთან მოხდა. მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსაზრებები რადიკალურად განსხვავებულია.

აზერბაჯანელი სამხედროების ვერსიით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით „აზერბაიჯანის არმიის პოზიციების გასარღვევად ფართომასშტაბიანი მცდელობა დაიწყეს“. "მტერი აზერბაიჯანის სტრატეგიული სიმაღლეების დაკავებას შეეცადა. აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დანაკარგი განიცადეს", - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

სომხეთში კი ირწმუნებიან, რომ მათი მხრიდან "თავდასხმების" შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

"რამდენიმე დღეა, აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა მთლიან ყარაბაღში, საკონტაქტო ხაზთან შეიარაღებულ ძალებს აძლიერებს და დეზინფორმაციას ავრცელებს“, -აცხადებენ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში.