საზოგადოება
საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს უთმობს რუსეთს – ზურაბ ჭიაბერაშვილი

   საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. აფხაზეთის გავლით რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი ამიერკავკასიის სარკინიგზო ხაზის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს “ევროპული საქართველო”. პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჭიაბერაშვილს მაგალითად “გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულება მოჰყავს.

საქართველოს დღეს მართავს ხელისუფლება, რომლის მიმართაც არსებობს ძალიან დიდი უნდობლობა, რომ ის ყველაფერს უთმობს რუსეთს. ესგაზპრომის” მაგალითზეც კარგად გამოჩნდა. ამიტომ ამ საკითხშიც საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, საჯაროდ თქვას სიმართლე, რა გარიგებასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ მსგავსი პროექტების მიმართ სახელმწიფოს სწორი ხედვა აქვს.

„ვფიქრობ, ჩვენს სახელმწიფოს გააჩნია საკმაოდ სწორი ხედვა იმისათვის, რათა სრულ თანხმობაში იყოს ყველანაირი პროექტი, რაც საქართველოში განხორციელდება, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და რასაკვირველია, უნდა შეესაბამებოდეს უსაფრთხოების და პოლიტიკურ ინტერესებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.