საზოგადოება
რკინიგზის შესაძლო გახსნა აფხაზეთის გავლით - ოპოზიცია ხელისუფლებას არასახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს

   საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. აფხაზეთის გავლით რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი ამიერკავკასიის რკინიგზის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით ოპოზიცია ხელისუფლებას სომხეთთან მიმდინარე მოლაპარაკების გასაჯაროებას სთხოვს.

“ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ რკინიგზის აღდგენა ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებაა და ის ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას ეჭვქვეშ დააყენებს.

„როგორც კი ჩვენ შევალთ რაღაც გარიგებებში სეპარატისტებთან და მათ მივანიჭებთ რაღაც ლეგიტიმურობას, თუნდაც აფხაზეთის მონაკვეთზე ამ ხელშეკრულებით და არ არის გამორიცხული, ასე იყოს, მაშინ ეჭვქვეშ დავაყენებთ არაღიარების პოლიტიკას, რაც არის უმთავრესი იარაღი ამ წუთას ჩვენს ხელში. ეს ეროვნული საკითხია და არ შეიძლება, კულუარებში გადაწყდეს. უნდა მოხდეს ამ საკითხის გარჩევა საპარლამენტო მოსმენებზე“, - განაცხადა ნიკა რურუამ.