საზოგადოება
თბილისში ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი იმყოფება

   საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. ვიზალიბერალიზაციის საბოლოო გადაწყვეტილებამდე თბილისში ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი ჩამოვიდა. გიორგი კვირიკაშვილმა მიგრაციის, შინაგან საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარს განახლებული აღმაშენებლის გამზირი დაათვალიერებინა.

"საქართველოში პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად ჩამოვედი. ევროკავშირის სახელით ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე იმისთვის ვმუშაობდი, რომ ამ დიდი მომენტის გაზიარება თქვენთან ერთად შემძლებოდა. მიზანს უკვე მივაღწიეთ. ძალიან მალე, შესაძლოა, რამდენიმე დღეშიც კი, საქართველოს მოქალაქეები ევროპაში თავისუფლად მოგზაურობას შეძლებენ", - განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა.