სამართალი
უვიზო მიმოსვლა ევროპაში - ევროსაბჭოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების პროცესი სრულდება

   საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. ვიზალიბერალიზაციის შესახებ დოკუმენტის საბოლოო ხელმოწერამდე გადაწყვეტილება ევროსაბჭოში განიხილება.

„86%-მა ევროკავშირის პარლამენტის წევრებისა მხარი დაუჭირეს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს. გადაწყვეტილება განიხილება ევროკავშირის საბჭოში და ამის შემდეგ მხოლოდ ხელმოწერის საკითხი არის დარჩენილი და გამოქვეყნების შემდეგ უკვე ძალაში შევა. ამიტომ ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების პროცესი სრულდება“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.