პოლიტიკა
ლევან იზორია: „ამერიკელი კონგრესმენებისგან მივიღეთ ცალსახა და მტკიცე მხარდაჭერა თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის საკითხში“

   საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის კონგრესის დელეგაციას კონგრესმენ პიტერ როსკამის ხელმძღვანელობით ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უმასპინძლა.

წელს ვგეგმავთ მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელებას და ერთ-ერთი გახლავთ ერთობლივად საწვრთნელი ცენტრის შექმნა. ეს ორი კომპონენტი იყო განხილვის საგანი. წელს როგორც სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიმართულებით, ისე სამხედრო მზადყოფნის გაძლიერების კუთხით, ჩვენ გვექნება ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

კონგრესმენ პიტერ როსკამის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ღრმა და მნიშვნელოვანია: „ჩვენ ვართ პარტნიორები და ამ ურთიერთობას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს წინსვლას  ნატოსთან ურთიერთობის ჭრილში და, ასევე, საკუთარი თავდაცვისუნარიანობის განვითარების კუთხით. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას  ავღანეთის მისიაში მონაწილეობისათვის. ჩვენ ვიცით თქვენი დანაკარგების და იმ ძალისხმევის შესახებ, რასაც ავღანეთში შეერთებულ შტატებთან ერთად აკეთებთ“