სამართალი
სააპელაციო სასამართლომ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ სცნო

   საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. სააპელაციო სასამართლომ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმეში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ სცნო. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მსჯავრდებულმა ივანე მერაბიშვილმა მიმართა.

ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეც იხილება. ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს წარდგენილი აქვს ბრალი, რაც 3-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.