პოლიტიკა
პარლამენტმა ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დაასრულა

   საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი.  პროექტში მეორე მოსმენის დროს გარკვეული ცვლილებები შევიდა.

ჩვენ მივიღეთ ძალიან ბევრი ცვლილება და ბევრ ცვლილებასთან დაკავშირებული შეთანხმება. მაგალითად, ის, რომ სააგენტოს უფროსის მოადგილეებს აღარ დანიშნავს სუს-ის უფროსი, ასევე, სუს-ის უფროსი არ იქნება ექსკლუზიური წარმდგენი კანდიდატისა ან კანდიდატებისა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნდა დანიშნოს, ასევე, სააგენტოს დებულებას არ დაამტკიცებს სუს-ის უფროსი, მას დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა ან პრემიერ-მინისტრი“, - განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

ე.წ. მოსმენების კანონი ოპოზიციისთვის ისევ მიუღებელია. “ნაციონალური მოძრაობის” წევრების აზრით, ეს კანონი მობილურ ოპერატორებთან ე.წ. აგენტურის ჩანერგვის საშუალებას იძლევა.

ოპოზიციურმა ფრაქციამ “ევროპულმა საქართველომ” სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. პროტესტი პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლითაც საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტის მუხლობრივ განხილვაზე უარი დროის ეკონომიის მიზნით თქვა.