საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო სეზონურ ვირუსებთან ბრძოლისა და პრევენციის მეთოდებს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ახსენებს და მოუწოდებს, რომ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში არ დაიწყონ თვითმკურნალობა და აუცილებლად მიმართონ ექიმს.
საქართველოში ამ დროისთვის, ძირითადად, A და B ტიპის ვირუსებია გავრცელებული. მედიკოსები გრიპის გააქტიურებას იანვრის ბოლოს ელოდებიან.