საზოგადოება
10 აპრილს პედაგოგები ინგლისურ ენასა და კომპიუტერულ უნარ-ჩვევებში სასერთიფიკაციო გამოცდას ჩააბარებენ. ტესტირება ერთ გამოცდად კომპიუტერის საშუალებით ჩატარდება.
ტესტირებაში მონაწილეობის მიღება მხოლოდ იმ პედაგოგებს შეეძლებათ, რომლებსაც სასერტიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული აქვთ. ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, მასწავლებლები ხელფასზე 200 ლარის ოდენობით დანამატს მიიღებენ.