პოლიტიკა
მილიონ შვიდასი ათასი საქართველოს მოქალაქის ცხოვრება შეიცვლება უკეთესობისკენ - პრემიერი კვირიკაშვილი

   საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის ელჩს და ამერიკის მთავრობას მადლობა გადაუხადა ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის და ოცდახუთწლიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის.

„140 მილიონი დოლარის კომპაქტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად, მილიონ შვიდასი ათასი საქართველოს მოქალაქის ცხოვრება შეიცვლება უკეთესობისკენ. 2016 წლის შედეგებს შორის განსაკუთრებით თვალსაჩინოა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამები, რომლებიც ჩვენს ახალგაზრდებს ამზადებს მსოფლიო დონის კონკურენტუნარიან პროფესიონალებად. ასევე, გვაქვს რეაბილიტირებული, თანამედროვე ლაბორატორიებით აღჭურვილი 12 სკოლა ჩვენი ქვეყნის რეგიონებში“, - აღნიშნა პრემიერმა.