აქტუალური
უმრავლესობა დაადგა თვითიზოლაციის გზას - გიორგი აბაშიშვილი

  საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის თქმით, ამ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობამ არცერთხელ არ მიიღო ადმინისტრაციის შეთავაზება კონსულტაციებთან დაკავშირებით.

„ჩვენ მივმართეთ კონსულტაციებისთვის საქართველოს პარლამენტს. სამწუხაროდ, უმრავლესობისგან მივიღეთ უარი გაურკვეველი მიზეზების გამო და მიგვაჩნია, რომ სამწუხაროდ, საპარლამენტო უმრავლესობა დაადგა თვითიზოლაციის გზას, რაც, ვფიქრობთ, არ იქნება კარგი არც ქვეყნისთვის და არც თავად საპარლამენტო უმრავლესობისათვის“, -განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.