უცხოეთი
„ფერადი რევოლუციების“ გეოგრაფია კვლავაც გაფართოვდება – რფ–ის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ

   საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. „დიდია იმის ალბათობა, რომ „ფერადი რევოლუციების“ გეოგრაფია კვლავაც გაფართოვდება. მათი მოწყობა რესურსების მინიმალური დანახარჯებითა და საკუთარი შეიარაღებისა და შეიარაღებული ძალების შეზღუდულად გამოყენებით, რეგიონული სახელმწიფოების დანგრევის საშუალებას იძლევა, პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნების მიღწევით“, – განაცხადა შოიგუმ მეორე სრულიად რუსეთის ახალგაზრდული ფორუმის „საერთაშორისო სამხედრო–პოლიტიკური და სამხედრო–ეკონომიკური თანამშრომლობა: თანამედროვე ტენდენციები“–ს გახსნაზე მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტში. მან აღნიშნა, რომ ამ გაფართოების აღკვეთა შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით.