საზოგადოება
English Language&computers და არც ერთი სამუშაო ადგილი!

english-computerროგორც ტელევიზიით გახდა ცნობილი, სახელმწიფო აგრძელებს ინგლისური ენისა და კომპიუტერის უფასოდ შესწავლის პროგრამას. დარეგისტრირების სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი ადამიანი საკუთარი რაიონის გამგეობაში უნდა დადგეს აღრიცხვაზე. დღეის მონაცემებით, 11 ათასი ადამიანი უკვე დარეგისტრირებულია ცოდნის მისაღებად. რა კრიტერიუმებით არჩევენ მსურველებიდან იმ კანდიდატებს, რომლებიც შემდეგში უკვე ცოდნას მიიღებენ, არავინ იცის. ჩვენი რესპონდენტი შარშან უკვე დადიოდა მსგავს გაკვეთილებზე და, მისი თქმით, არც თუ ისეთი პირობებია, როგორც ამას ჩვენი მთავრობა გვიმტკიცებს ტელევიზიით:

"აღრიცხვაზე რომ დავდექი, თავიდან არც მსვავდნენ ჯგუფში, სანამ ჩემს მეზობელ ,,ნაციონალების'' კოორდინატორს არ ვთხოვე. უსაქმოდ ვიყავი და ვიფიქრე, ენას გავიხსენებმეთქი. ნუ როგორც იქნა დიდი ნაცნობობითა და ჩაყობებით მოვხვდი, მაგრამ ჯობდა, სახლში ვმჯდარიყავი. ჯგუფები ვითომ დონეების მიხედვით ყავდათ შერჩეული, მაგრამ ყველგან ელემენტარულს ასწავლიდნენ. ძლიერ ჯგუფში ვიყავი, მაგარსწავლა ანბანით დავიწყე. იმ ლექტორზე მეტი მე ვიცოდი. აღარ მინდოდა სიარული, მაგრამ იმ ჩემი მეზობლის მომერიდა და ცოტა იმედიც კი მქონდა, იქნებ მართლა დამასაქმონ-თქო, სე მთელი 3 თვე ტყუილად დავკარგე. ეს არის ამ მთავრობის მორიგი აფიორა, მე მაქედან დასაქმებული არავინ მინახავს. იმ ჯგუფში ყველაზე კარგი ქულები მე მივიღე და ჩემთვის არავის არაფერი შემოუთვაზებია და აბა, რომელი წარმატებული დაასაქმეს ვეღარ ვხვდები. ამ ქვეყანაში ვეღარც ინგლისური გიშველის და ვეღარც კომპიუტერი, ერთადერთი გამოსავალი ამ ქვყნიდან წასვლაა და სწორედ ამას ვაპირებ".