აქტუალური
მიხეილ რამიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების და ბარგის ჩხრეკის დეტალებზე საუბრობს

  საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. დეკანოზ გიორგი მამალაძის ახალი ადვოკატი, რომელსაც გაუთქმელობის ხელწერილი საქმის შინაარსზე საუბრისგან არ ზღუდავს, მამა გიორგის დაკავების დეტალებზე გადაცემა „არჩევანში“ ალაპარაკდა.

„როდესაც მიიყვანეს მამა გიორგი მოდულის შენობაში, 6 საათისა და 40 წუთის შემდეგ მოიტანეს ბარგი და მამა გიორგი აღწერს, თუ როგორ მოხდა ამ ბარგის შემოწმება და ჩხრეკა. როგორც მამა გიორგი ბრძანებს, ეს ჩემოდანი 2 განყოფილებისგან შედგებოდა... როდესაც ჩხრეკა ტარდება, მაშინ უნდა მოხდეს აბსოლუტურად ყველა ნივთის შემოწმება, მაგრამ პირდაპირ მოახერხეს მხოლოდ ერთი განყოფილების გახსნა, საიდანაც ამოიღეს რაღაც დეზოდორის მაგვარი ნივთი, ხოლო მისი აღწერით, მეორე განყოფილებაში იდო ძალიან ბევრი პარფიუმერული ნივთები, კბილის ჯაგრისი და ამდაგვარი საგნები. იმას არც შეხებიან, პირდაპირ ამოიღეს იქიდან, თითქოს საიდან უნდა სცოდნოდათ. მაგ ქილაში ყოფილა დამალული ეს ციანიდის ფხვნილი“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.