აქტუალური
სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევად ახალი კონკურსი გამოცხადდა

   საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. მსურველებიდან სამს სპეციალური სამთავრობო კომისია შეარჩევს. საბოლოოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს ამ სამი კანდიდატიდან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დაამტკიცებს.

ევროსაბჭოს საკმაოდ დეტალური რეგულაციები აქვს კონკურსის და კანდიდატების შერჩევის წესებთან დაკავშირებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი კითხვის ნიშნები არ დარჩება ამჯერად. ფაქტია, რომ ჩვენ ხელახლა ვატარებთ ამ კონკურსს და მნიშვნელოვანია, ეს პროცესი წარიმართოს ისე, რომ  სამი შეთავაზებული კანდიდატიდან ევროსაბჭომ აარჩიოს ერთ-ერთი კანდიდატურა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ენმ-ში კანდიდატურების დაწუნებას "ხელისუფლების სირცხვილს" უწოდებენ.

„ეს იყო სირცხვილი, იუსტიციის მინისტრის, იუსტიციის სამინისტროსი და ზოგადად, ივანიშვილის ხელისუფლების, როდესაც ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე უარი უთხრეს ჩვენ მიერ წარდგენილ კანდიდატურებს. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია ძალიან დეტალური ყურადღება ამ პროცესზე, რომ მეორეჯერ მსგავსი პრობლემა  არ შეექმნას ქვეყანა“, - აცხადებს აკაკი მინაშვილი.