აქტუალური
რატომ არის აუცილებელი ლიკბეზი რუსულ ენაში ქართველი პოლიტიკოსებისთვის

   საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. „ცხადზე არ შეიძლება, ზედმეტი პანიკით ვუპასუხოთ“, –  ასეთი კომენტარი გაუკეთა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ცქიტიშვილმა ოპოზიციის მიერ გამოთქმულ იმ ბრალდებებს, რომლებიც ლავროვის განცხადებებზე დაგვიანებულ პასუხს ეხება.

როგორ გგონიათ, სერიოზული იქნება, რომ საქართველომ დაიწყოს ყვირილი მთელ მსოფლიოში, რომ ჩვენ არ გვყავს ტერორისტები, რაც ისედაც ცხადია? ცხადზე არ შეიძლება, ზედმეტი პანიკით ვუპასუხოთ. ჩვენ უნდა ვიყოთ თავდაჯერებულები, ვართ თავდაჯერებულები, არ ვართ ტერორიზმის ცენტრი და არც გადაადგილების მარშრუტი, ეს ყველამ კარგად ვიცით. ჩვენ გავაკეთებთ კომენტარს, სახელმწიფო გააკეთებს კომენტარს, კომენტარი იქნება ადეკვატური იმ მოცემულობის, რომელშიც ვართ“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

სინამდვილეში ლავროვს არაფერი ამდაგვარი არ უთქვამს, მან თქვა, რომ „რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის შემსუბუქების პირობას წარმოადგენს ორი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის აღდგენა“. რუსმა მინისტრმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაბრუნების შესაძლებლობას „რთული საკითხი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „ცოტა უცნაურია“ მასზე მსჯელობა თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში. „თუმცა ეს ასევე დაკავშირებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობასთან, როცა არა მარტო ცენტრალური აზია, არამედ ამიერკავკასიაც იქცევა მარშრუტად, რომლის გამოყენებასაც ბოევიკები და ექსტრემისტები ცდილობენ“, – აღნიშნა ლავროვმა.

ასევე რფ–ის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეთაურმა ყურადღება მიაპყრო იმას, რომ ორ ქვეყანას შორის იზრდება საქონელმიმოქცევა, ავიარეისების რაოდენობა, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს „პრაქტიკულად ნებისმიერი მიზეზით“ შეუძლიათ რუსეთს ეწვიონ. თუმცა, ინგლისური ენის ცუდად მცოდნე ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ქართულსაც საშუალოდ ფლობენ, რუსული კი სრულებით დაივიწყეს, ლავროვის სიტყვების ინტერპრეტირება მოახდინეს მხოლოდ მათთვის სასურველი მორიგი ანტირუსული პროვოკაციების თვალსაზრისით...