საზოგადოება
განათლების სამინისტრო ახალ განცხადებას აქვეყნებს

skola-182სამინისტრო საჯარო სკოლებში კლასების გაყოფასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ, საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საქართველოს საჯარო სკოლებს უფლება აქვთ, მოახდინონ კლასის გაყოფა და ახალი კლასის შექმნა იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 35-ს. აგრეთვე, ქართულისა და უცხო ენების შესწავლის პროცესში სკოლას უფლება აქვს, ამ დისციპლინების შესწავლის დროს კლასი გაყოს, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 25 ბავშვს და სკოლას გააჩნია შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ზემოთ აღნიშნული მოქმედებები მიეკუთვნება საჯარო სკოლის კომპეტენციას და სკოლის ადმინისტრაცია არის უფლებამოსილი, თავად გადაწყვიტოს მსგავსი საკითხები.