აქტუალური
ლევან იზორია ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ბრიუსელში შეხვედრებს მართავს

  საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, 15-16 თებერვალს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში მიმდინარე ნატოს მინისტერიალის ფარგლებში უცხოელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

  პირველი შეხვედრა ლიტველ კოლეგასთან რაიმუნდას კარობლისთან  შედგა. მინისტრებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაზეც იმსჯელეს, რომელშიც ლიტველი ექსპერტი ანალიტიკური მიმართულებით 2015 წლის აგვისტოდან აქტიურ როლს ასრულებს.

 საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვდა  რუმინელ კოლეგას გაბრიელ-ბენიამინ ლეს. განხილვის მთავარი თემა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება იყო.

  მინისტერიალის მეორე დღეს ლევან იზორიამ მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში, რომელიც თავდაცვის მინისტრების ფორმატში გაიმართა. ასევე მას ორმხრივი შეხვედრები ჰქონდა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან ქენეთ ჰენდელმანთან, ასევე  თურქ, ბრიტანელ და ლატვიელ კოლეგებთან.