აქტუალური
სამართალდამცავებმა ბათუმში ტერორიზმში ბრალდებული პირი დააკავეს

  საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. ქართველმა სამართალდამცავებმა ბათუმის აეროპორტში ტერორიზმში, კრიმინალური ორგანიზაციის შექმნაში, დივერსიული თავდასხმების განხორციელებასა და საბრძოლო მასალის უკანონო ჩამორთმევაში ბრალდებული, ტაშკენტის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი აშშ-ის მოქალაქე .. დააკავეს.

  ლ.კ. დამნაშავედ არის ცნობილი უზბეკეთის რესპუბლიკის სსკ 97-2, 155-3 159-3, 242-2, 244 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

  დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.