უცხოეთი
მაიკლ ფლინი ტრამპის მრჩევლის პოსტიდან გადადგა

  საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ ფლინმა თანამდებობა დატოვა. BBC-ის ინფორმაციით, მან აღიარა, რომ აშშ-ში რუსეთის ელჩს, სერგეი კისლიაკს დეკემბრის ბოლოს არასრული ინფორმაცია მიაწოდა და მომხდარის გამო დონალდ ტრამპს ბოდიში მოუხადა.

  "პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს გულწრფელ ბოდიშს ვუხდი," - ნათქვამია ფლინის განცხადებაში. მაიკლ ფლინსა და ვაშინგტონში რუსეთის ელჩს, სერგეი კისლიაკს შორის სატელეფონო საუბარი დეკემბერში შედგა. თავდაპირველად, ყოფილი არმიის გენერალმა უარყო ინფორმაცია, რომ საუბარი სანქციებს ეხებოდა, თუმცა, მოგვიანებით, ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა. მოგვიანებით, ფლინმა აღნიშნა, რომ სანქციების საკითხი კვლავ განხილული იქნებოდა...

  ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი, გენერალი ჯოზეფ კეიტ კელოგი გახდება, რომელსაც მანამდე აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა. მან ჯარში 30 წელზე მეტი იმუშავა. იგი მსახურობდა ვიეტნამში, კამბოჯაში, პანამისა და სპარსეთის ყურეში.