აქტუალური
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ვიცე-პოლკოვნიკი დენიზ ბაიათარი დააჯილდოვა

  საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილისთვის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის თურქი მრჩეველი, ვიცე-პოლკოვნიკი დენიზ ბაიათარი „გენერალ გიორგი კვინიტაძის“ მედლით დააჯილდოვა.

  თურქ ვიცე-პოლკოვნიკს საქართველოში ყოფნის ექვსთვიანი ვადა ამოეწურა და მისი როტაცია განხორციელდა. ლელა ჩიქოვანმა სამხედრო მრჩეველს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ვიცე-პოლკოვნიკი დენიზ ბაიათარი თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, მაიორმა თოლგა კიპიმ შეცვალა, რომელიც საქართველოში SNGP-ის ფარგლებში ექვსი თვის განმავლობაში დარჩება.