უცხოეთი
ლავროვი სირიის საკითხზე აშშ-ისა და მოსკოვს შორის მჭიდრო კოორდინაციაში დარწმუნებულია

  საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის და აშშ-ის სამხედროებმა კვლავ უნდა დაიწყოს ურთიერთქმედება და კოორდინაცია, მათ შორის სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საბრძოლველად - ამის შესახებ NTV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

  "ჩვენ, როგორც კი ამის შესაძლებლობა გვექნება შეერთებული შტატების პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან ვითანამშრომლებთ. დარწმუნებული ვარ, რომ სამხედრო სფეროში თანამშრომლობა, შორის კოორდინაცია ისევ ძველ ფორმას დაუბრუნდება," - განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ რუსეთმა უკვე დაიწყო დიალოგი აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან.

  რუსეთის საგარეო მინისტრის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ დიალოგი უკვე დაიწყო და" უფრო ინტენსიურად გაგრძელდება“. ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვმა ვაშინგტონი სირიის საკითხთან დაკავშირებით მომდევნო შეხვედრაში მიიწვია.