საზოგადოება
ახალი ეთიკის კოდექსი მანდატურებისთვის

mandatur2განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, სკოლის მანდატურის სპეციალური „ეთიკის კოდექსი“ შემუშავდა. ახალი კოდექსი მანდატურებს ტატუირებასა და ჰიგიენის დაუცველობას უკრძალავს. მანდატურს დისციპლინურ გადაცდომად ჩაეთვლება შეუფერებელი ვარცხნილობის ტარება, პირადი ჰიგიენის დაუცველობა, მიუღებელი სამკაულის ტარება (პირსინგი) და ტატუირება. სკოლის მანდატურს სამსახურში ალკოჰოლური სასმელების ზემოქმედების ქვეშ გამოცხადების გამოც დასჯიან. მას სასჯელი დაემუქრება, თუ ფორმით საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლურ სასმელს მიიღებს ან არაფხიზელ მდგომარეობაში დააფიქსირებენ.
სკოლის მანდატურებს, სპეციალურად გამოყოფილი ადგილების გარდა, თამბაქოს მოწევაც ეკრძალებათ.
რაც შეეხება დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეებს, აღნიშნული და სხვა გადაცდომებისთვის მანდატურს გაფრთხილებით, საყვედურით, სასტიკი საყვედურით, ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავებით ან სამსახურიდან გათავისუფლებით დასჯიან.