საზოგადოება
საქართველოს დედაქალაქის მთავარ მოედანზე, პუშკინის სკვერში დიდი რუსი პოეტის გარდაცვალებიდან 180 წელი აღნიშნეს

  საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. თბილისში, პუშკინის სახელობის სკვერში რუსი პოეტის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია-პერფორმანსი გაიმართა.

  ღონისძიებას, რომელიც საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირმა და საქართველოში არსებულმა რუსულმა დიასპორამ მოაწყო, თბილისის საკრებულოს ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი, მწერალი გივი შაჰნაზარი, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაესწრნენ.