პოლიტიკა
სკანდალი, რომელიც პატრიარქზე თავდასხმამაც ვერ დაჩრდილა: სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლეებზე ზეგავლენას "ენმ" ცდილობს! -არჩილ თალაკვაძე

  საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის სამმილიონიანი ქონების გადაცემის საკითხს მმართველი გუნდი ეხმაურება.

  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ მიწის ნაკვეთი არა “რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ოჯახს, არამედ კერძო პირს, ზვიად ჩოხელს კანონის სრული დაცვით გადაეცა.

  „ეს არის კამპანია, რომელიც იმ მოსამართლეების წინააღმდეგ არის დაწყებული, რომლებზეც ცდილობს "ნაციონალური მოძრაობა", ზეგავლენა მოახდინოს და აიძულოს ისინი სხვადასხვა ეტაპზე სასამართლო პროცესების, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიც მათ სურთ. რაც შეეხება ამ კომპენსაციას, რეალურად მიღებული აქვს მესაკუთრე ჩოხელს, რაზეც დოკუმენტაცია მერიამ გამოაქვეყნა. ასე რომ, აქ შეკითხვები გვაქვს ჩვენ და არა მათ და სჯობს, უპასუხონ, რა კომუნიკაცია და რა ურთიერთობები არსებობს "ნაციონალურ მოძრაობასა" და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, რომელთა შესახებაც გამოაშკარავდა არაერთი ფაქტი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.