აქტუალური
ალასანიას შავგულიძე ჩაანაცვლებს

  საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. "თავისუფალი დემოკრატები" პარტიის ყრილობაზე ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ და ეს, სავარაუდოდ, შალვა შავგულიძე იქნება. ამასთან დაკავშირებით "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ნინო გოგუაძე გაზეთ "ვერსიასთან" ინტერვიუში საუბრობს. ყრილობა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" 19 თებერვალს ჩატარდება და მას 300 დელეგატი დაესწრება:

  "ჩვენი წინადადებაა, პარტიის ახალი თავმჯდომარე ერთ-ერთი ღირსეული, სიმართლისთვის მებრძოლი და ირაკლი ალასანიას გუნდის დამფუძნებელი შალვა შავგულიძე იყოს, რომელიც 2012 წელს კოალიციურ სიაში "ოცნების" სახელით შევიდა, მაგრამ, როცა კოალიციიდან წამოვედით, "ოცნება" უყოყმანოდ დატოვა. ვიმედოვნებ, ყრილობა შალვას "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარედ აირჩევს", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.