აქტუალური
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაძვირდა

  საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. ლარი  აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში „გამყარების“ დადებით ტენდენციას აგრძელებს. დღეს, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6223 ლარი შეადგინა (უწინდელი კურსი 2.6795 ლარს შეადგენდა).

  ევროს ახალი კურსი კი 2.7907 ლარია (აქამდე მოქმედი კურსი 2.8439  ლარს შეადგენდა).