საზოგადოება
ტარიელ ხეჩიკაშვილმა ნანა იოსელიანს სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა

  საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. 9 თებერვალს ნონა გაფრინდაშვილის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა ჭადრაკის სასკოლო ჩემპიონატი, რომელშიც 9, 11 და 13 წლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ტურნირში გამარჯვებული მოსწავლეები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ დააჯილდოვეს. სასკოლო ჩემპიონატი 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში თბილისის და საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
  ჩემპიონი მოსწავლეები 21-30 აპრილს რუმინეთის ქალაქ იასში გასამართ მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე გამოვლენ. რუმინეთში სამივე ასაკობრივი კატეგორიის გამარჯვებული 6 მოსწავლე - 3 გოგონა და 3 ვაჟი გაემგზავრება. მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა ვეტერანი დიდოსტატი ნანა იოსელიანი, რომელსაც ტარიელ ხეჩიკაშვილმა სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა და 55 წლის იუბილე მიულოცა