სამართალი
მოსამართლეებზე არის მორალური ტერორი "რუსთავი 2"-ის მხრიდან - ზაქარია ქუცნაშვილი

  საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. სიტყვის თავისუფლებისა და “რუსთავი 2”-ის დასაცავად პოლიტიკური პარტიების აქტიურობას “მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს” წევრები მიესალმებიან. ისინი ამ საკითხის წამოწევას პარლამენტშიც გეგმავენ და მზად არიან, პოლიტიკურ ძალებთან კოორდინირებულად ითანამშრომლონ.

  უმრავლესობაში კი მიიჩნევენ, რომ თავად “რუსთავი 2” ახორციელებს ზეწოლას მოსამართლეებსა და სასამართლო სისტემაზე.

  „მართალს ამბობს “რუსთავი 2”, მოსამართლეებზე ზეწოლა არის მათი მხრიდან, არათუ ზეწოლა, არის მორალური ტერორი “რუსთავი 2”-ის მხრიდან მოსამართლეებზე, ეს მიდის რამდენიმე წლის განმავლობაში“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.