აქტუალური
აქცია "რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად - ლეიბორისტებმა უზენაეს სასამართლოსთან ივანიშვილის სურათი დაწვეს

  საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერი აქცია-პერფორმანსი პარასკევს, 10 თებერვალს უზენაეს სასამართლოსთან გაიმართა. ლეიბორისტული პარტიის წევრებმა შენობის წინ ბიძინა ივანიშვილის ფოტოსურათი დაწვეს.

  გიორგი გუგავამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს კანონიერი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.

  "ჩვენ მივმართავთ ამ სასამართლოს მოსამართლეებს, არ დაექვემდებარონ ივანიშვილის ბრძანებებს, არ მიიღონ უკანონო გადაწყვეტილება, არ ჩაუგდონ ხელში თავისუფალი, ობიექტური ტელევიზია “რუსთავი 2” კრიმინალ ოლიგარქს“, - განაცხადა გიორგი გუგავამ.